ავტორიზაცია

პსჟ-ში ჩაშლილი ტრანსფერის მიუხეხავად, ზიეჩი ჩელსის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს?

პსჟ-ში ჩაშლილი ტრანსფერის მიუხეხავად, ზიეჩი ჩელსის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს?
თარიღი 02 თებ 2023, 11:25
მაროკოელმა გარემარბმა ჰაკიმ ზიეჩმა შესაძლოა "ჩელსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში დატოვოს. 

"პსჟ"-ში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, აფრიკელ ფეხბურთელს კარიერის თურქეთის სუპერლიგაში გაგრძელების ვარიანტი აქვს.

Goal.com-ის ცნობით, თურქული მხარე "არისტოკრატსბს" გარიგების დეტალების განსახილველად დაუკავშირდა. მთავარი დაბრკოლება შესაძლოა ზიეჩის მაღალი ხელფასი იყოს.

აღსანიშნავია, რომ "ბეშიქთაშმა" შესაძლოა გარიგება დაასრულოს, რადგან თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა მოგვიანებით იხურება.

მიმდინარე სეზონში ზიეჩმა ლონდონელების შემადგენლობაში ათ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.