ვარანი საფრანგეთის ნაკრებიდან მიდის
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი რაფაელ ვარანი საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლას გეგმავს.
Le Parisien-ის ცნობით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი დიდი ხანია განიხილავდა სანაკრებო კარიერის პერსპექტივებს, ეს გადაწყვეტილება კი „ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცვეთისა“ და ოჯახთან მეტი დროის გატარების სურვილის გამო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ რაფაელმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო ჩემპიონატსა და ევრო 2020-ზე.

2013 წელს მისი ნაკრებში დებიუტის შემდეგ, ვარანმა ნაკრების შემადგენლობაში 93 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.