ავტორიზაცია

ცუდი ამბავი პსჟ-სთვის: მბაპე სამ შეხვედრას გამოტოვებს და შესაძლოა ბაიერნთანაც იუქმოს

ცუდი ამბავი პსჟ-სთვის: მბაპე სამ შეხვედრას გამოტოვებს და შესაძლოა ბაიერნთანაც იუქმოს
თარიღი 02 თებ 2023, 17:21
"პსჟ"-ს თავდამსხმელის კილიან მბაპეს ტრავმის დეტალები ცნობილი გახდა.

ფრანგმა მოთამაშემ "მონპელიესთან" ლიგა 1-ის მატჩის დასრულება (3:1) ტრავმის გამო ვერ შეძლო.

L'Equipe-ის ცნობით, თავდამსხმელმა მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთები დააზიანა. ასეთი დაზიანებებისგან გამოჯანმრთელებას ჩვეულებრივ დაახლოებით სამ კვირა სჭირდება.

მბაპე აუცილებლად გამოტოვებს "ტულუზთან" და "მარსელთან" მატჩებს და დიდი ალბათობით 12 თებერვალს "მონაკოსთანაც" იუქმებს. 

14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბაიერნის" წინააღმდეგ კილიანის თამაშში მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შესაძლებელია ძალიან სწრაფი აღდგენის შემთხვევაში.