ავტორიზაცია

აიაქსის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

აიაქსის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
თარიღი 02 თებ 2023, 18:06
ალფრედ შროდერის განთავისუფლების შემდეგ, ჯონ ჰეიტინგა, რომელიც აქამდე ამსტერდამურ კლუბში ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა, "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი პოსტზე დაინიშნა.

ნიდერლანდულ გრანდში გადაწყვიტეს, რომ სეზონის დარჩენილი პერიოდი გუნდის მესაჭის სტატუსი 39 წლის ჰეიტინგას მიანდონ. 

ის ფაქტი, რომ ჰეიტინგა "აიაქსს" გაზაფხულის ბოლომდე მაინც გაწვრთნის, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდმა დაადასტურა.

ამ დროისთვის "აიაქსი" ნიდერლანდების ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს. ამსტერდამის გუნდი ლიდერ "ფეიენორდს" ხუთი ქულით ჩამორჩება.