ავტორიზაცია

მეისონ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს

მეისონ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს
თარიღი 02 თებ 2023, 19:14
მანჩესტერ "იუნაიტედის" ფეხბურთელს მეისონ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში 21 წლის ფეხბურთელი საკუთარ სახლში დააკავეს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ფოტოების სერია, რომელიც გამოაქვეყნა გრინვუდის ყოფილმა შეყვარებულმა, რომელმაც თქვა, რომ მასზე ძალადობდნენ.

ფეხბურთელი ეჭვმიტანილი იყო გაუპატიურებაში, თავდასხმაში, სექსუალურ ძალადობაში და სიკვდილით მუქარაში. 2022 წლის 2 თებერვალს იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ივნისში მას გირაო გაუხანგრძლივეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ახალი გარემოებებისა და ახალი მასალების გამოქვეყნების შემდეგ აღარ იყო გამოძიების გაგრძელების რეალური საფუძველი. მსგავს ვითარებაში საგამოძიებო უწყება იძულებული გახდა საქმე შეეჩერებინა.