ავტორიზაცია

"მაშინ მივხვდი, რომ ასეთი ფეხბურთელი გუნდში არ მჭირდება", - რუი კოშტამ ენცო ფერნანდესს გადაუარა

"მაშინ მივხვდი, რომ ასეთი ფეხბურთელი გუნდში არ მჭირდება", - რუი კოშტამ ენცო ფერნანდესს გადაუარა
თარიღი 03 თებ 2023, 01:58
„ბენფიკას“ პრეზიდენტმა, რუი კოშტამ ისაუბრა, როგორ ცდილობდა კლუბი ენცო ფერნანდესის შენარჩუნებას.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს არგენტინელი ნახევარმცველი „ჩელსიში“ 121 მილიონ ევროდ გადავიდა.

„სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე, შემოთავაზება მივიღეთ და ენცომ გაშვება მოითხოვა. მას ყველაფერი შევთავაზეთ დასარჩენად, მაგრამ არაფრის მოსმენაც კი არ უნდოდა.

ისეთი სიტუაცია შევქმენით, რომელშიც ის სეზონის ბოლომდე ჩვენთან იჯარით დარჩებოდა და არცერთ თეთრს არ დაკარგავდა. 31 იანვრის შუადღეზე მაგიდაზე დავდე შემოთავაზება, რომ კლუბი მას იყიდიდა და ზაფხულამდე ჩვენთან დატოვებდა, ჩვენ კი თანხას დავაკლებდით. თუმცა, ენცომ „ბენფიკაში“ დარჩენაზე კატეგორიული უარი თქვა, რამაც ყველაფერი შეცვალა.

ფეხბურთელმა დარჩენა არ მოისურვა და არც კლუბის ერთგულების გამოხატვა მოინდომა. მან დარჩენაზე უარი თქვა, არადა ერთ ევროსაც კი არ დაკარგავდა! მაშინ ვიფიქრე, რომ ენცო „ბენფიკაში“ ვეღარ ითამაშებდა. მე უნდა ვმართო კლუბი და მე, როგორც გულშემატკივარს და პრეზიდენტს, ენცო ფერნანდესის „ბენფიკაში“ ხილვა აღარ მინდოდა. მას ამ გუნდის გასახდელში შესვლის უფლება აღარ ჰქონდა.

ჩვენ ვცდილობთ ერთგული ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდი ავაშენოთ და აღარ მინდოდა, რომ ენცოს „ბენფიკას“ მაისური ეტარებინა. ასეთი ფეხბურთელის წასვლის გამო განაწყენებული არ ვიქნები. ჩვენთან უნდა თამაშობდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც „ბენფიკაში“ ყოფნა ეამაყება.

ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ტრანსფერი არ შემდგარიყო, ჩემი სინდისი სუფთაა. მე გავაკეთე ის, რაც „ბენფიკას“ ინტერესებში იყო. ყველაფერი მოვიმოქმედეთ, რომ ენცო სეზონის ბოლომდე აქ ყოფილიყო და შუა ზამთარში არ წასულიყო, ბოლომდე ვითხოვდი, რომ პირდაპირ გადახდის გარეშე გამოსასყიდს არ მივიღებდით. თუმცა, ენცოს თავიდანვე არ უნდოდა დარჩენა.“ , - აღნიშნა პორტუგალიელმა.