ავტორიზაცია

ენცო ფერნანდესი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგის ტოპ 10-შია

ენცო ფერნანდესი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგის ტოპ 10-შია
თარიღი 01 თებ 2023, 17:41
ენცო ფერნანდესმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, ლონდონის "ჩელსიში" ითამაშებს.

ლონდონურმა კლუბმა ენცო ფერნანდესისთვის 121 მილიონი ევრო გადაიხადა. არგენტინელი ნახევარმცველი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგში მეექვსე ადგილზეა.

რეიტინგში პირველ ადგილზე რჩება ნეიმარი, რომლის ტრანსფერში "პსჟ"-მ "ბარსელონას" 222 მილიონი ევრო გადაუხადა.

რეიტინგში ტოპ 10-ში ასევე შემდეგი მოთამაშეები არიან: კილიან მბაპე (180 მილიონი ევრო), უსმან დემბელე (140 მლ), ფილიპე კოუტინიო (135 მ), ჟოაო ფელიქსი (127 მ) ენცო ფერნანდესი (121 მ), ანტუან გრიზმანი (120), ჯეკ გრილიში (118), კრიშტიანუ რონალდუ (117) და ედენ აზარი (115).



Евро-Футбол онлайн: https://www.euro-football.ru/article/31/1005003425_enco_fernandes__pyatyiy_posle_neymara_reyting_samyih_dorogih_futbolistov_v_istorii#ixzz7s4YJ7EWq