ავტორიზაცია

ფერდინანდმა ზაბიცერის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა

ფერდინანდმა ზაბიცერის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა
თარიღი 01 თებ 2023, 16:14
ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა ავსტრიელი ნახევარმცველის მარსელ ზაბიცერის მიუნხენის "ბაიერნიდან" "წითელი ეშმაკების" ბანაკში გადასვლაზე ისაუბრა.

"აღფრთოვანებული ვარ ამ ტრანსფერით. ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი, ერიქსენის შემცვლელად სწორედ მას გავიფორმებდი. ეს დიდი გარიგებაა იუნაიტედისთვის.

მარსელი გამოცდილი ფეხბურთელია, რომელმაც არაერთ მნიშვნელოვან მატჩში მიიღო მონაწილეობა. უკეთესი ვარიანტი უბრალოდ არ იყო. , ”- განაცხადა ფერდინანდმა.

„წითელმა ეშმაკებმა“ ზაბიცერი იჯარით სეზონის ბოლომდე გააფორმეს. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ავსტრიელმა 15 მატჩი ჩაატარა.