ავტორიზაცია

ადებაიორი: "რუსეთი მუნდიალსა და ევროპის ჩემპიონატს უნდა დაუბრუნდეს"

ადებაიორი: "რუსეთი მუნდიალსა და ევროპის ჩემპიონატს უნდა დაუბრუნდეს"
თარიღი 01 თებ 2023, 16:09
ვეტერანმა ტოგოელმა თავდამსხმელმა ემანუელ ადებაიორმა, რომელიც ამჟამად ტოგოს ჩემპიონატში გამოდის, რუსეთის საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

„რუსული ფეხბურთი ადრე თუ გვიან უნდა დაუბრუნდეს მსოფლიო სპორტს. დიდ ტურნირებზე, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი. 

რუსეთი ყველაზე დიდი ქვეყანაა პლანეტაზე, ის ფეხბურთს უნდა დაუბრუნდეს. “, - ამბობს აფრიკელი ფორვარდი.

გასული წლის თებერვალში რუსეთს შეუჩერდა მონაწილეობა ოფიციალურ ტურნირებში, ეროვნული გუნდებისა და კლუბების დონეზე. 

ამასთან დაკავშირებით, დეკემბერში აქტიურად განიხილებოდა აზიის ფეხბურთის კონფედერაციაში გადასვლა, თუმცა ეს არ მოხერხდა.