ავტორიზაცია

პსჟ ასენსიოს ტრანსფეროთ ინტერესდება

პსჟ ასენსიოს ტრანსფეროთ ინტერესდება
თარიღი 01 თებ 2023, 13:24
"პარი სენ-ჟერმენი" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის მარკო ასენსიოს ტრანსფერით ინტერესდება.

Relevo-ს ინფორმაციით, ლიგა 1-ის ლიდერებს ზაფხულში ფეხბურთელის თავისუფალ აგენტის სტატუსით დამატება სურთ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჰაკიმ ზიეჩის დამატებას ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი ვერ მოესწრო.

27 წლის ნახევარმცველს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.