ავტორიზაცია

ჟირუ პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გეგმავს

ჟირუ პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გეგმავს
თარიღი 01 თებ 2023, 10:34
საფრანგეთის ნაკრების და "მილანის" თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გეგმავს.

36 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ განუახლებია "როსონერებთან" ხელშეკრულება, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და "ევერტონს" ამ სიტუაციით სარგებლობა სურდა.

Sky Sports-ის ცნობით, ფრანგი არ არის დაინტერესებული პრემიერ ლიგაში კარიერის გაგრძელებით.

მიმდინარე სეზონში ოლივიე ჟირუმ "მილანის" მაისურით 26 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.