ავტორიზაცია

ტრანსფერი შედგა: პედრო პორო ტოტენჰემში ითამაშებს

ტრანსფერი შედგა: პედრო პორო ტოტენჰემში ითამაშებს
თარიღი 01 თებ 2023, 10:05
ლისაბონის "სპორტინგის" მარჯვენა მცველი პედრო პორო ლონდონის "ტოტენჰემში" ითამაშებს.

ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ 23 წლის ფეხბურთელი "სპურსში" იჯარით ითამაშებს სეზონის ბოლომდე, გამოსყიდვის ვალდებულებით.

Sky Sports-ის ცნობით, ესპანელის სრულფასოვანი ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი ევრო იქნება.

პედრო პორო "სპორტინგს" გასული ზაფხულიდან მას შემდეგ შეუერთდა, რაც მანჩესტერ "სიტიდან" 8,5 მილიონ ევროდ გადავიდა.

პორომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში სამი გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.