ჩელსიმ პრემიერ ლიგის ისტორიაში რეკორდული ტრანსფერი განახორციელა
არგენტინელი ნახევარმცველის ენცო ფერნანდესის ტრანსფერი "ბენფიკადან" ლონდონის "ჩელსიში" რეკორდული იყო ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში.
22 წლის სამხრეთამერიკელის ტრანსფერი "ჩელსის" 121 მილიონი ევრო დაუჯდა. ეს რეკორდული შესყიდვაა პრემიერ ლიგის კლუბებისთვის.
წინა რეკორდი ნახევარმცველ ჯეკ გრილიშს ეკუთვნის, რომლისთვისაც მანჩესტერ "სიტიმ" "ასტონ ვილას" დაახლოებით 100 მილიონი ევრო გადაუხადა.
ფერნანდესი გახდა ჩელსის" მერვე შენაძენი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში. არგენტინელი "ბენფიკაში" გასული წლის ზაფხულიდან თამაშობდა.
მიმდინარე სეზონში ენცომ ყველა ტურნირზე 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.