ავტორიზაცია

ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც ჰაკიმ ზიეჩის ტრანსფერი ჩაიშალა

ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც ჰაკიმ ზიეჩის ტრანსფერი ჩაიშალა
თარიღი 01 თებ 2023, 12:47
ცნობილი გახდა, რატომ ჩაიშალა ჰაკიმ ზიეჩის "პსჟ"-ში ტრანსფერი.

შემტევი ნახევარმცველი "პსჟ"-ში იჯარით უნდა გადასულიყო ყიდვის ვალდებულების გარეშე, მაგრამ გარიგება ჩაიშალა, რადგან "ჩელსიმ" საბუთები ვადაზე გვიან გაგზავნა.

L'Équipe-ის ცნობით, "ჩელსის" ხელმძღვანელობამ სამჯერ გაუგზავნა არასწორი დოკუმენტები, რის შედეგადაც გარიგება ვერ დაიხურა. 

"პსჟ"-ს ხელმძღვანელები ძალიან გაბრაზებულები არიან "ჩელსიზე".

გარდა ამისა, შეფერხება გამოწვეულია იმით, რომ ლონდონელები დიდი ხანია ცდილობდნენ დაერწმუნებინათ "პსჟ", რომ იჯარაში ხელშეკრულებაში შესყიდვის ოფცია შეეტანა.

29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ჩელსის" მაისურით ყველა ტურნირზე 15 მატჩში ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.