ავტორიზაცია

საუთჰემპტონმა კლუბის ისტორიაში რეკორდული ტრანსფერი განახორციელა

საუთჰემპტონმა კლუბის ისტორიაში რეკორდული ტრანსფერი განახორციელა
თარიღი 01 თებ 2023, 10:41
განაელი თავდამსხმელი კამალ სულემანას ფრანგული "რენიდან" "საუთჰემპტონში" ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 

გარიგებამ 25 მილიონი ევრო შეადგინა, რაც რეკორდული ტრანსფერი იყო ინგლისური კლუბის ისტორიაში.

განაელი თავდამსხმელის კონტრაქტი "საუთჰემპტონთან" 2027 წლამდე იქნება გათვლილი. 

მიმდინარე სეზონში სულემანამ "რენის" მაისურით ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.