ავტორიზაცია

"კვარაცხელია და ოსიმენი უძლიერესი მოთამაშეები არიან, თუმცა"- ანტონიო კასანო

"კვარაცხელია და ოსიმენი უძლიერესი მოთამაშეები არიან, თუმცა"- ანტონიო კასანო
თარიღი 01 თებ 2023, 13:09
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

"ოსიმენმა გოლი სტრატოსფერული იყო. დარწმუნებული ვარ და ჩემპიონატიც ამას მეუბნება, რომ ლობოტკა ნაპოლისთვის ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელია.

ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი უძლიერესი მოთამაშეები არიან, თუმცა ნაპოლის თამაშების მოგება მათ გარეშეც შეუძლია. ლობოტკა კი უნიკალური ფეხბურთელია. ", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. ლუჩიანო სპალეტის გუნდი უახლოეს მდევარ მილანის "ინტერს" 13 ქულით უსწრებს.