"არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო", - ლეო მესიმ 2026 წლის მუნდიალზე თამაში არ გამორიცხა
ლიონელ მესიმ უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს.
მოგვეცით შანსი ვიფიქროთ, რომ კოპა ამერიკაზეც იქნებით და მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზეც...
„არ ვიცი. სულ ვამბობდი, რომ მგონია, იქ წასვლა ასაკის გამო რთული იქნება. ფეხბურთის თამაში მიყვარს, მომწონს რასაც ვაკეთებ და ჯერჯერობით ფორმაში ვარ. სანამ თავს კარგად ვგრძნობ და სიამოვნების მიღებას ვაგრძელებ, ვითამაშებ. თუმცა, მგონი, მომდევნო მუნდიალამდე ჯერ ძალიან შორია.
სკალონი 10 ნომერს გინახავთ. ხორვატიასთან მატჩის შემდეგ თქვით, რომ საფრანგეთთან თამაში მსოფლიო ჩემპიონატებზე თქვენთვის უკანასკნელი იქნება. დავტოვოთ კარი ღია 2026 წლისთვის?
ხომ ვამბობ... არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. თუმცა, ვამბობ და გავიმეორებ: მგონია, რომ ამის გაკეთება დროისა და ასაკის გამო რთული იქნება. თუმცა, ეს დამოკიდებული იმაზეც არის, ჩემი კარიერა როგორ განვითარდება.
მალე 36 წლის ვხდები. შევხედავ, რა მიმართულებას მიიღებს ჩემი კარიერა და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებ. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.“, - აღნიშნა მესიმ.