ავტორიზაცია

მესი: "რას ვეტყოდი ბარსელონაში მოთამაშე ლეო მესის? რომ ერთ დღესაც იქნება ისეთი ფინალი, თითქოს ეს ყველაფერი ფილმია"

მესი: "რას ვეტყოდი ბარსელონაში მოთამაშე ლეო მესის? რომ ერთ დღესაც იქნება ისეთი ფინალი, თითქოს ეს ყველაფერი ფილმია"
თარიღი 01 Feb 2023, 00:29
ლეო მესიმ უპასუხა შეკითხვას, თუ რას ეტყოდა „ბარსელონაში“ თამაშის დროის საკუთარ თავს.

„ვეტყოდი, რომ ჩვენ რაღაც ექსტრაორდინალური გველოდება, რაღაც ისეთი, რასაც ის ვერც კი წარმოიდგენდა.

რომ მას ექნება შესანიშნავი გზა, რთული მომენტებით, რომლის დაძლევაც მოგვიწევს, მაგრამ ის არასდროს არ იტყვის უარს ოცნებაზე და საბოლოოდ, სასურველ ჯილდოს მიიღებს.

და დადგება ბედნიერი დასასრული, ისე, თითქოს ეს ყველაფერი ფილმია.“, - აღნიშნა „პსჟ-ს“ შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 18 დეკემბერს ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.