ავტორიზაცია

იუვენტუსს მკაცრი სასჯელი და სერია A-დან გავარდნა ემუქრება

იუვენტუსს მკაცრი სასჯელი და სერია A-დან გავარდნა ემუქრება
თარიღი 03 Feb 2023, 11:29
ტურინის "იუვენტუსს" ფინანსური თაღლითობისთვის მორიგი სერიოზული სასჯელი ემუქრება, ამის შესახებ Corriere dello Sport-ი წერს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მომხრეა, ფინანსური თაღლითობისთვის "ბებერი ქალბატონს" კიდევ 20 ქულა ჩამოაკლდეს. 

შეგახსენებთ, რომ ადრე ფინანსური თაღლითობის გამო ტურინულ ტოპ კლუბს 15 ქულა ჩამოართვეს. 

ამ სანქციების შემდეგ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი მესამე ადგილიდან ცხრილის მეორე ნახევარში დაქვეითდა.

სერია A-ს 20 ტურის შემდეგ, "იუვენტუსი" 23 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი ათი ქულით ჩამორჩება.