ავტორიზაცია

ვინ მივა პსჟ-ში ნეიმარის წასვლის შემთხვევაში? - სამი კანდიდატი ცნობილია

ვინ მივა პსჟ-ში ნეიმარის წასვლის შემთხვევაში? - სამი კანდიდატი ცნობილია
თარიღი 03 Feb 2023, 11:40
"პარი სენ-ჟერმენი" შესაძლოა ნეიმარს სეზონის დასრულების შემდეგ დაშორდეს.

პარიზელი სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი ვერ ხედავს კლუბში ბრაზილიელის გრძელვადიან მომავალს, რომელიც 5 თებერვალს 31 წლის გახდება. 

Transfer News Live-ის ცნობით, ნეიმარი შესაძლოა მომავალ ზაფხულს გაიყიდოს და მის ნაცვლად შეტევის ხაზში უფრო ახალგაზრდა და ენერგიული მოთამაშის შეძენას გეგმავს.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, არიან მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი, "ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი და "მილანის" გარემარბი რაფაელ ლეაუ.

ნეიმარის კონტრაქტი პსჟ-სთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.