რეალის ხელმძღვანელობამ დანი სებალიოსს მის მომავალთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები გაანდო
ბოლოდროინდელი კარგი პერფომანების ფონზე, მადრიდის „რეალმა“ დანი სებალიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.
როგორც Marca წერს, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ 26 წლის ფეხბურთელს საკუთარი სურვილის შესახებ უკვე შეატყობინა.
დაახლოებით ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, „რეალის“ გეგმებში სებალიოსი არ შედიოდა და ის გუნდიდან ზაფხულში, უფასოდ წასვლასთან იყო ახლოს. თუმცა, ბოლო პერიოდში ესპანელმა თავისი თამაშით სიტუაცია თავდაყირა დააყენა და ახლა გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის.
ესპანური პრესა ამბობს, რომ „რეალში“ დარჩენა თავად სებას პრიორიტეტიც არის, რომელმაც უფასო ტრანსფერის თაობაზე რამდენიმე ინგლისურ გუნდს უთხრა უარი.
26 წლის ცენტრალური ნახევარმცველის მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ ამა წლის ზაფხულში იწურება.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ამ ეტაპზე სებალიოსი „რეალთან" ახალი 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმებასთან ბევრად ახლოს არის, ვიდრე უფასოდ წასვლასთან.