ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუ დიდ ფეხბურთში გოლის გატანას ზედიზედ 22 წელია ახერხებს

კრიშტიანუ რონალდუ დიდ ფეხბურთში გოლის გატანას ზედიზედ 22 წელია ახერხებს
თარიღი 04 თებ 2023, 01:18
კრიშტიანუ რონალდუ პროფესიონალურ ფეხბურთში გოლის გატანას ზედიზედ 22 წელია ახერხებს.

პარასკევს 37 წლის პორტუგალიელმა „ალ ნასრში“ თავისი პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა, როცა „ალ ფატეხას“ კარში 92-ე წუთზე პენალტი შეაგდო და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

პირველად, რონალდუმ დიდ ფეხბურთში გოლის გატანა 2002 წელს მოახერხა და მას შემდეგ ზედიზედ 22 წელია ახერხებს ანალოგიურის გაკეთებას.

ჯამში რონალდუს საკლუბო კარიერაში 702 გოლი დაუგროვდა: 450 „რეალში“, 145 „მან იუნაიტედში“, 101 „იუვენტუსში“, 5 „სპორტინგში“ და 1 „ალ ნასრში“.