ავტორიზაცია

დღევანდელი განადგურების შემდეგ, ლივერპულის ქომაგები კლოპის გაშვებას ითხოვენ

დღევანდელი განადგურების შემდეგ, ლივერპულის ქომაგები კლოპის გაშვებას ითხოვენ
თარიღი 05 Feb 2023, 00:10
„ლივერპულის“ გულშემატკივრები „ვულვზთან“ (0:3) განადგურების შემდეგ იურგენ კლოპის გადადგომას ითხოვენ.

მას შემდეგ, რაც მერსისაიდულმა გუნდმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო, ტვიტერზე ჰეშთეგი #KloppOut გატრენდდა.

როგორც პრესა იტყობინება, ხელმძღვანელობა გერმანელი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს და არც კლოპი ფიქრობს წასვლას გუნდიდან, რომელთანაც კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

ფაქტი კი ის არის, რომ მიმდინარე სეზონი გუნდს საერთოდ არ გამოსდის - 20 მატჩის შემდეგ „ლივერპული“ სატურნირო ცხრილში მხოლოდ 29 ქულით (60 შესაძლოდან) მე-10 ადგილს იკავებს.