კარიმ ადეიემიმ ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა კარიმ ადეემიმ გერმანიის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა.
"ფრაიბურგთან" გამართულ მატჩში 21 წლის გერმანელმა 36,7 კმ/სთ-მდე სიჩქარე განავითარა, რაც ბუნდესლიგის აბსოლუტური რეკორდი იყო.
აღსანიშნავია, რომ "ბორუსიას" ყოფილი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი 36,04 კმ/სთ-მდე აჩქარდა, ხოლო ყოფილი მცველი აშრაფ ჰაკიმი - 36,2 კმ/სთ-მდე.
შეგახსენებთ, რომ "ბორუსიას" და "ფრაიბურგს" შორის მატჩი დორტმუნდელთა გამანადგურებელი გამარჯვებით - 5:1 დასრულდა. შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი ადეიემმა გაიტანა.