ხვიჩა კვარაცელიამ ევროპის ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა შორის გამორჩეული შედეგი დააფიქსირა
დღეს, იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში "ნაპოლიმ" "სპეცია" 3:0 დაამარცხა.
მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც გოლთან ერთად საგოლე გადაცემა მიითვალა და ორივე გუნდის შემადგენლობაში (Sofascore) 8.8 შეფასებით საუკეთესო გახლდათ.
Opta-ს ცნობით, ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა შორის, ხვიჩა იმ ხუთ მოთამაშეს შორის ერთ-ერთია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე გოლების და საგოლე გადაცემების ორმაგი ნიშნული აქვს (10:11).
აღსანიშნავია, რომ სხვა მოთამაშეებთან შედარებით რომლებსაც ანალოგიური შედეგი აქვს, ხვიჩა ყველაზე ახალგაზრდაა: ლიონელ მესი, ნეიმარი, სერჟ გნაბრი, კოლო მუანი.