ავტორიზაცია

"ასეთი იმედგაცრუებული არასდროს ვყოფილვარ, გული გადამეგლიჯა", - ნოიერის სკანდალური ინტერვიუ, რის გამოც სანქციები ემუქრება

"ასეთი იმედგაცრუებული არასდროს ვყოფილვარ, გული გადამეგლიჯა", - ნოიერის სკანდალური ინტერვიუ, რის გამოც სანქციები ემუქრება
თარიღი 05 Feb 2023, 23:12
„ბაიერნი“ მანუელ ნოიერის ინტერვიუთი უკმაყოფილო დარჩა.

როგორც ცნობილია, მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანთან კონფლიქტის გამო, გუნდიდან ნოიერის მეჯვარე და მეკარეების მწვრთნელი, ტონი ტაპალოვიჩი გაათავისუფლეს.

„ჩემთვის ეს არის დიდი დარტყმა იმ მომენტში, როცა ისედაც ძირს ვიწექი. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს გული ამომგლიჯეს. ეს იყო ყველაზე მტკივნეული რამ, რაც კარიერაში გადამიტანია. არადა, ბევრი რამ გადამხდა.

ჩვენი მეკარეების ჯგუფში ყველა ნაწილაკებზე იყო გაგლეჯილი, ხალხი ტიროდა.

რა გითხრეს, რა გახდა ტაპალოვიჩის გაშვების მიზეზი?

არანაირი მიზეზი არ ყოფილა, რომელიც ჩემთვის გასაგები იქნება. ითქვა რაღაც, რასაც არ ვეთანხმები. არაფერი იმისგან, რაც ჩემამდე მოვიდა, არ გამორიცხავდა უბრალოდ დაჯდომას და დალაპარაკებას.

პრესაში დაიწერა, რომ ტაპალოვიჩი სამწვრთნელო შტაბის ინფორმაციების თქვენამდე მოტანის გამო გაუშვეს.

არა, ასი პროცენტით არა. ტონის ეს არასდროს გაუკეთებია, არცერთ მწვრთნელთან.

რას გრძნობთ ამ ისტორიის შემდეგ?

უდიდეს იმედგაცრუებას. საუბარია საქმის ადამიანურ მიდგომაზე, თუ როგორ მოვექეცით ერთ კონკრეტულ თანამშრომელს. ჩვენ „ბაიერნში“ გვსურს რომ ოჯახი ვიყოთ. აქ კი ხდება ისეთი რაღაც, რაც აქამდე არ გადამხდენია.

ეს ყველასთვის სამწუხაროა: კლუბისთვის, ტაპასთვის, პერსონალისთვის და ყველა მეკარისთვის, ჩემი ჩათვლით. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ერთის მხრივ მე ვარ ადამიანი, მეორე მხრივ კი - პროფესიონალი.“ - აღნიშნა „ბაიერნის“ კაპიტანმა.

აღსანიშნავია, რომ „ბაიერნი“ ნოიერის ამ ინტერვიუთი ძალიან უკმაყოფილო დარჩა, ის კლუბთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის გამო, გერმანელს ხელმძღვანელობისგან სანქციები ემუქრება.