ავტორიზაცია

ნაგელსმანი: "ნოიერის ადგილას, ასეთ ინტერვიუს მე პირადად არ ჩავწერდი"

ნაგელსმანი: "ნოიერის ადგილას, ასეთ ინტერვიუს მე პირადად არ ჩავწერდი"
თარიღი 06 თებ 2023, 00:09
„ბაეირნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა აღნიშნა, რომ მანუელ ნოიერის ინტერვიუთი უკმაყოფილო დარჩა.

„არ ვიცი, არის თუ არა ეს ცხელი შეკითხვა, მაგრამ მასზე პასუხის გაცემა არ მინდა. ახლა მე იმაზე უნდა ვიფიქრო, ვინ იქნება გუნდის კაპიტანი უახლოეს თვეებში - თომას მიულერი, იოზუა კიმიხი თუ ვინმე სხვა.

ამის მერე რა? მიულერმა მართალი თქვა: მანუს მთავარი ამოცანა - მომჯობინდეს და დაბრუნდეს, რასაც ჩვენ მოუთმენლად ველოდებით. შემდეგ კი ვნახოთ.

მე პირადად, ასეთ ინტერვიუს არ ჩავწერდი. ის სიმშვიდეს არ ქადაგებს, ეს ზუსტად ვიცი. ის ყველა გაზეთში იწერება და მთელ საფეხბურთო გერმანიას იკავებს.“, - აღნიშნა ნაგელსმანმა.