ვინ არის ბათუმის დინამოში სინჯებზე მყოფი უკრაინელი ნახევარმცველი?
ბათუმის "დინამომ" თურქული შეკრების მეორე ნაწილი უკრაინულ "ოლექსანდრიასთან" სპარინგ მატჩით დაიწყო.
შეხვედრა აჭარული გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. საქართველოზ ვიცე-ჩემპიონების მხრიდან გოლები მამუჩაშვილმა, რეხვიაშვილმა და ბიძინაშვილმა გაიტანეს, ერთი ბურთი უკრაინელებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს.
ამხანაგური შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო უკრაინელი ნახევარმცველი ივან ლიტვინენკო, რომელიც ბათუმურ გუნდში სინჯებზე იმყოფება.
21 წლის ნახევარმცველი აქტიური გახლდათ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ლიტვინენკო ბოლოს ოდესის "ჩერნომორეცის" შემადგენლობაში გამოდიოდა და პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთი შეხვედრა ჩაატარა. ახალგაზრდა ნახევარმცველი 2023 წლის პირველი იანვრიდან თავისუფალი აგენტია.
აღსანიშნავია, რომ ლიტვინენკოს უკრაინის ასაკობრივი ნაკრებეში თამაშიც გამოცდილებაც აქვს.