მანჩესტერ იუნაიტედი ახალი თავდამსხმელის რეკორდულ თანხად შეძენას შეეცდება

მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელები ამ სეზონის ბოლოს "ნაპოლის" ნიგერიელი თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის განხორციელებას აპირებენ.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "მანკუნიელები" აფრიკელისთვის 107 მილიონ ევროს შესთავაზებას გააკეთებენ. თუ გარიგება დასრულდება, "წითელი ეშმაკები" სატრანსფერო რეკორდს მოხსნიან.

ჯერჯერობით, კლუბის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ნახევარმცველი პოლ პოგბაა, რომლის ტრანსფერშიც 105 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ოსიმენმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.