ავტორიზაცია

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნიუკასლის ყოფილი ფეხბურთელი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნიუკასლის ყოფილი ფეხბურთელი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა
თარიღი 06 Feb 2023, 16:56
თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ "ჰატაისპორის" რამდენიმე ფეხბურთელი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი მაშველებმა უკვე გაათავისუფლეს. პარალელურად, ნანგრევების ქვეშ რჩება შემტევი ნახევარმცველი კრისტიან ატსუ, რომელიც ცნობილია ინგლისურ "ნიუკასლში" თამაშით.

დიდი ხნის განმავლობაში, განელი მოთამაშე "ჩელსის" ეკუთვნოდა, მაგრამ ის სხვადასხვა გუნდებში იჯარით წესით თამაშობდა. განაელი ფეხბურთელი გასული წლის შემოდგომის შემდეგ "ჰატაისპორში" გამოდის.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერდა.