ხავი: "ფეხბურთელობისას რეალის შესანიშნავი ქამბექების მომსწრე გავხდი და არ მინდა, იგივე მწვრთნელობისას განმეორდეს"
ხავიმ ლა ლიგის ცხრილში „რეალზე“ 8 ქულით წინ გაჭრაზე ისაუბრა.
„რეალი არასდროს არ კვდება. ფეხბურთელობისას, სამწუხაროდ, მათი არაერთი შესანიშნავი ქამბექის მომსწრე გავხდი და არ მინდა, ეს ჩემი მწვრთნელობის დროსაც განმეორდეს. ახლა ჯერ თებერვალია.
„ბარსელონა“ ლა ლიგის ფავორიტი მართლა არ მგონია. წინ რთული გასვლები გვაქვს, სახლშიც „რეალთან“ გვაქვს სათამაშო. კიდევ იქნება მატჩები მოთამაშე გუნდების წინააღმდეგ, რომლებსაც ქულები დასჭირდებათ.
ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, მოვითმინოთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ.“, - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ცნობისთვის, „რეალს“ ლა ლიგაში 8-ქულიანი ჩამორჩენა არასდროს დაუქაჩია, „ბარსელონას“ კი, თავის მხრივ, არასდროს გაუნიავებია.