ავტორიზაცია

რუსი ფორვარდი წყალტუბოს სამგურალში სინჯებზე იმყოფება

რუსი ფორვარდი წყალტუბოს სამგურალში  სინჯებზე იმყოფება
თარიღი 07 Feb 2023, 09:27
წყალტუბოს "სამგურალმა" თურქულ შეკრების ფარგლებში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და უზბეკურ "ყიზილყუმს" 2:0 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ომარ პატარკაციშვილის ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა, მერე გოლი კი ლადო ჩიხრაძემ გაიტანა.

როგორც კლუბის სამატჩო განაცხადიდან ვიგებთ, "სამგურალში" სინჯებზე იმყოფება 28 წლის რუსი ფორვარდი ანდრეი პანიუკოვი, რომელსაც არაერთ ქვეყანაში თამაშია გამიცდილება აქვს.

პანიუკოვი რუსული გუნდების გარდა, ლიეტუვურ "ატლანტასში", "აიაჩოში", "ბრაგა" B-ში და "ქიზილჟარში" გამოდიოდა.

რუსი თავდამსხმელი რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს. 28 წლის ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერ ლიგის 75 მატჩში თავი 15 გოლით გამოიჩინა.