მათეუსი ნოიერის განცხადებით აღშფოთებულია: "კი მაგრამ სად არის თანმიმდევრულობა?"
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მატუუსი თვლის, რომ მანუელ ნოიერი, "ბაიერნის" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მისი მკაცრი განცხადების შემდეგ, გუნდის კაპიტნი აღარ უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ნოიერს არ მოეწონა მისი მეგობრის, ტონი ტაპალოვიჩის გათავისუფლება, რომელიც "ბაიერნში" მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა.
"ნოიერი კაპიტანი აღარ უნდა იყოს. ჯერ საკუთარი მიზეზით დაშავდა, ახლა კი ეს განცხადება, მას არავინ მისცა ამის უფლებას.
"ნოიერი კაპიტანი აღარ უნდა იყოს. ჯერ საკუთარი მიზეზით დაშავდა, ახლა კი ეს განცხადება, მას არავინ მისცა ამის უფლებას.
ახლახან თქვა, რომ კლუბზე მაღლა ვერავინ იქნება. კი მაგრამ სად არის თანმიმდევრულობა? ", - ამბობს მათეუსი Bild-თან ინტერვიუში.