ავტორიზაცია

რაულმა ლიდსის შეთავაზებაზე უარი თქვა

რაულმა ლიდსის შეთავაზებაზე უარი თქვა
თარიღი 07 თებ 2023, 12:15
მადრიდის "რეალის" ყოფილ თავდამსხმელს, რაულ გონსალესს შეეძლო "ლიდსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაეკავებინა.

AS-ის ცნობით, ესპანელმა, რომელიც მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის, უარყო ინგლისური გუნდის შეთავაზება. 

აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის კლუბს მისი დანიშვნა ნებისმიერ ფასად სურდა, მაგრამ რაულმა ჩათვალა, რომ ახლა არასწორი დრო იყო ასეთი გადასვლისთვის.

"კასტილა" ამჟამად მეორე ადგილზეა ესპანეთის მესამე დივიზიონში და "ალკორკონს" ორი ქულით ჩამორჩება.