კრისტიან ატსუ ცოცხალია! - ამის შესახებ ინფორმაციას ჰატაისპორში ადასტურებენ
"ჰატაისპორის" განელი ნახევარმცველი კრისტიან ატსუ ცოცხალია. განელი ნახევარმცველი, რომელსაც თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ეძებდნენ, ქალაქ ჰატაიში, ნანგრევებში მიაკვლიეს და ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მუსტაფა ოზატმა დაადასტურა.
"კრისტიან ატსუ ნაპოვნია, მას ტრავმები აქვს. სამწუხაროდ, კლუბის სპორტული დირექტორი ტანერ სავუტი ჯერ ისევ ნანგრევებში რჩება. ჰატაი ძალიან დაზარალდა. ", - ოზატის სიტყვებს თურქული მედია ციტირებს.
თურქეთში კატასტროფული მიწისძვრა 6 თებერვალს დილით მოხდა. სტიქიამ, რომელმაც 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, ყველაზე მეტად სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიას შეეხო.