ვინ უხელმძღვანელებს მილანს პიოლის წასვლის შემთხვევაში? - ორი კანდიდატი ცნობილია
ცნობილი გახდა, ვინ შეიძლება შეცვალოს სტეფანო პიოლი "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
La Repubblica წერს, რომ "როსონერის" მთავარი მწვრთნელის პოსტი შესაძლოა ანტონიო კონტემ ან რობერტო დე ზერბიმ დაიკავონ.

კონტე "ტოტენჰემში" სეზონში დაახლოებით 17 მილიონ ევროს იღებს, ხოლო დე ზერბიმ ახლახან "ბრაიტონთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ანაზღაურება წელიწადში 5 მილიონი ევროს შეადგენს.
ჟურნალისტმა დანიელ ლონგოს ცნობით, დე ზერბის "ბრაიტონთან" კონტრაქტში არის 13 მილიონი ევროს გათავისუფლების პუნქტი.
შეგახსენებთ, რომ "მილანმა" ზედიზედ 4 მატჩი წააგო და 4 იანვრის შემდეგ არ მოუგია. 10 თებერვალს სერია A-ში სტეფანო პიოლის გუნდი "ტორინოსთან" ითამაშებს.