ავტორიზაცია

"შური ცუდია", - პოტერი ჩელსის ტრანსფერების კრიტიკოსებს პასუხობს

"შური ცუდია", - პოტერი ჩელსის ტრანსფერების კრიტიკოსებს პასუხობს
თარიღი 07 Feb 2023, 23:28
გრემ პოტერი „ჩელსის“ სატრანსფერო ხარჯების კრიტიკას შურის გამოვლინებას უკავშირებს.

ამ ზამთარს „ჩელსიმ“ 323 მილიონი ფუნტი დახარჯა - მეტი, ვიდრე ლა ლიგის, სერია ა-ს, ბუნდესლიგის და ლიგა 1-ს ყველა კლუბმა ერთად.

გუნდში ახალი მფლობელის, ტოდ ბოულის მოსვლის შემდეგ, კლუბმა 16 ფეხბურთელში ჯამში 600 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა.

„შური ცუდია, მე არასდროს არავისი არ შემშურებია. ვცდილობდი მემუშავა და მაქსიმუმი ნებისმიერ პირობებში მეჩვენებინა. უკეთესია საკუთარი მიღწევები შეადარონ აწმყოში იმას, თუ რას მიაღწიე წარსულში, ვიდრე სხვებზე იფიქრო და არ გაითვალისწინო სიტუაციის კონტექსტი.

მესმის, რომ ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ, ყველაფერი ნორმალურია. მწვრთნელების უმრავლესობა ახლა ჩემს ადგილზე ყოფნას ისურვებდა.“, - აღნიშნა პოტერმა.