ავტორიზაცია

ობამეიანგი და ერთი ახალწვეული ჩელსის საჩემპიონთალიგო განაცხადში ვერ მოხვდნენ

ობამეიანგი და ერთი ახალწვეული ჩელსის საჩემპიონთალიგო განაცხადში ვერ მოხვდნენ
თარიღი 04 თებ 2023, 01:23
ტრადიციულად, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, გუნდები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისთვის ტურნირის განაცხადს ანახლებენ ხოლმე.

„ჩელსიმ“, რომლის მეტოქეც პლეი-ოფში დორტმუნდის „ბორუსია“ იქნება, განაცხადში ახალწვეულები: მიხაილო მუდრიკი, ენცო ფერნანდესი და ჟოაუ ფელიქსი დაამატა.

სამაგიეროდ, განაცხადიდან ამოვარდა გაბონელი ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ასევე ვერ მოხვდა ბენუა ბადიაშილი. „ჩელსის“ მხოლოდ სამი ახალი ფეხბურთელის ჩამატება შეეძლო და ფრანგი ამ სიაში ვერ მოხვდა.

საინტერესოა, რომ ამ ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსის“ მიერ გატანილი გოლების (10) 30%-ში მონაწილეობა ობამეიანგმა მიიღო (2 გოლი, 1 ასისტი), თუმცა მიუხედავად ამისა, ის პლეი-ოფის განაცხადიდან მაინც ამოვარდა.