რა შემთხვევაში დაემუქრება სტეფანო პიოლის მილანიდან გათავისუფლება?
გუნდის 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაჩემპიონებიდან რამდენიმე თვეში, სტეფანო პიოლის „მილანიდან“ გათავისუფლება ემუქრება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ამჟამად „როსონერის“ ხელმძღვანელობა იტალიელის გაშვების ვარიანტს არ განიხილავს და ზოგადად, ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას შუა სეზონში ერიდება, თუ სიტუაცია კრიტიკული არ არის.
ამავდროულად, 57 წლის სპეციალისტისგან სიტუაციის უსწრაფესად გამოსწორებას ითხოვენ, რათა გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის გარეშე არ დარჩეს. თუ ახლო პერიოდში გუნდმა შედეგები ვერ გააუმჯობესა, პიოლის გაშვების საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება.
„მილანმა“ სერია ა-ში ზედიზედ 4 მატჩი წააგო და 4 იანვრის შემდეგ ვერ იგებს. 10 თებერვალს გუნდი „ტორინოს“ დაუპირისპირდება, 14 თებერვალს კი - ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემს“.