ავტორიზაცია

ნაპოლიმ ოსიმენის ყიდვის მსურველებს მკაფიო პასუხი გასცა

ნაპოლიმ ოსიმენის ყიდვის მსურველებს მკაფიო პასუხი გასცა
თარიღი 08 Feb 2023, 11:50
"ნაპოლის" მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა ნეაპოლური კლუბიდან ნიგერიელი ცენტრფორვარდის ვიქტორ ოსიმენის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

აფრიკელი ფეხბურთელის მიმართ  განსაკუთრებულ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.

„ოსიმენი არ იყიდება. ბევრი კლუბი ინტერესდება ჩვენი ფეხბურთელებით, მაგრამ მე არ ვაპირებ მათ გაყიდვას. ნაპოლის ფინანსური პრობლემები არ აქვს. ", - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს ჟურნალისტი ნიკოლო შირა.

24 წლის თავდამსხმელს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ოსიმენმა იტალიის ჩემპიონატის 17 მატჩში 16 გოლი გაიტანა.