"ესპანელები მოღალატეები არიან, მათ აქცია უნდა მოეწყოთ და ლაპორტას გაშვება მოეთხოვათ", - მესის ძმა ლეოს გუნდიდან წასვლაზე
ლეო მესის ძმამ აღნიშნა, რომ „ბარსელონას“ გულშემატკივრები ლეოს სათანადოდ არ უჭერდნენ მხარს.
„ბარსელონაში ხალხმა მას მხარი არ დაუჭირა. ისინი პროტესტის აქციაზე უნდა გასულიყვნენ, ან რაიმე მსგავსზე, რათა ლაპორტა წასულიყო, მესი კი დარჩენილიყო.
ესპანელები - მოღალატეები არიან. ამას ვამბობ იმიტომ, რომ მინდა, ეს ჩვენგან გაჟღერდეს.“, - აღნიშნა მატიას მესიმ „ტვიჩზე“ გამართული ლაივის დროს.

მესიმ „ბარსელონა" 2021 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მას შემდეგ, რაც კლუბმა ლა ლიგაში მისი კონტრაქტი ფინანსური პრობლემების გამო ვერ დაარეგისტრირა.