ავტორიზაცია

მუნდიალის ერთ-ერთი გმირი მზად იყო ბარსელონაში უფასოდაც კი ეთამაშა

მუნდიალის ერთ-ერთი გმირი მზად იყო ბარსელონაში უფასოდაც კი ეთამაშა
თარიღი 08 Feb 2023, 23:22
მაროკოს ნაკრების და „ფიორენტინას“ საყრდენი ნახევარმცველი, სოფიან ამრაბატი, იანვარში „ბარსელონაში“ გადასვლას აქტიურად ცდილობდა.

კარგი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ფეხბურთელით სხვადასხვა გრანდები დაინტერესდნენ - „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ მისი ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავდნენ.

მიუხედავად ამისა, როგორც ჟურნალისტი აშრაფ ბენ აიადი იტყობინება, 26 წლის ნახევარმცველს მხოლოდ „ბარსელონა“ აინტერესებდა და მზად იყო, გუნდში უფასოდაც კი ეთამაშა.

თუმცა, „ბარსამ“ „ფიორენტინასთან“ შეთანხმება ვერ მოახერხა, რადგან მხოლოდ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით სურდა ფეხბურთელის წაყვანა, „იები“ კი უფლების ნაცვლად ვალდებულებას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე კატალონიელებს არ აქვთ.

გასულ მუნდიალზე ამრაბატი თავის ნაკრებთან ერთად სენსაციურად ნახევარფინალში გავიდა, რაც აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა.