ავტორიზაცია

გარი ნევილი: "ჩელსი სრული ქაოსის შთაბეჭდილებას ტოვებს, ამხელა ფული ამ პოზიციის ფეხბურთელებში - სიგიჟეა"

გარი ნევილი: "ჩელსი სრული ქაოსის შთაბეჭდილებას ტოვებს, ამხელა ფული ამ პოზიციის ფეხბურთელებში - სიგიჟეა"
თარიღი 09 თებ 2023, 16:50
გარი ნევილი მიიჩნევს, რომ „ჩელსიმ“ სულ ცოტა ორ ფეხბურთელში ზედმეტი გადაიხადა.

„ტოდ ბოული ედ ვუდვორდს მაგონებს, რომელიც „მან იუნაიტედში“ ახალი მისული იყო და ყველას ყიდვა უნდოდა. ზაფხულში „ჩელსი“ იგივე შთაბეჭდილებას ტოვებდა და ეს სრული ქაოსი იყო.

მარკ კუკურელია 64 მილიონ ფუნტად და ენცო ფერნანდესი 107 მილიონად - ისინი მცველი და ნახევარმცველი არიან, რომლებიც სამეულში ითამაშებენ. მაქსიმუმი, რისი გადახდაც მათი პოზიციის ფეხბურთელში შეიძლება - 50-60 მილიონია, ისიც როდრის, ფაბინიოს ან კაზემიროს დონეში.

ისინი არ არიან ფეხბურთელები, რომლებიც სეზონში 30 გოლს გაიტანენ. ასეთი პოზიციის ფეხბურთელებში ამდენის გადახდა - უბრალოდ უცნაურია.

არ ვამბობ, რომ ისინი არ ვარგიან, მათ შეიძლება თავი კარგადაც წარმოაჩინონ, მაგრამ ამხელა თანხები სიგიჟედ მეჩვენება.“, - აღნიშნა „მან იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა.