ანჩელოტი მზად არის ბრაზილიის ნაკრებს უხელმძღვანელოს
ბრაზილიის ნაკრები კვლავ მთავარი მწვრთნელის გარეშე რჩება - შეგახსენებთ, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ტიტემ პოსტი დატოვა.
ბრაზილიაში სურთ, რომ ქვეყნის ეროვნული ნაკრები ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ ჩაიბაროს.
Globo Esporte-ის ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის წარმომადგენლებმა შუამავლების საშუალებით გაარკვიეს, რომ ანჩელოტი მზადაა ბრაზილიის ნაკრები 2022/2023 წლების საკლუბო სეზონის შემდეგ უხელმძღვანელოს.
წყაროს ცნობით, ბრაზილიის კონფედერაციის ხელმძღვანელი ედნალდო როდრიგესი თებერვალში მადრიდის "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან შეხვედრას გეგმავს კარლო ანჩელოტის საკითხიე განსახილველად.
წყაროს ცნობით, ბრაზილიის კონფედერაციის ხელმძღვანელი ედნალდო როდრიგესი თებერვალში მადრიდის "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან შეხვედრას გეგმავს კარლო ანჩელოტის საკითხიე განსახილველად.
იტალიელ სპეციალისტს "ბლანკოსთან" მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.