კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონატებში მე-500 გოლი გაიტანა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ალნასრი" "ალ-ვაჰდას" უპირისპირდება და დიდი სხვაობით 4:0 ანადგურებს.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ პოკერი გაიფორმა.
ანგარიშის გამხსნელი გოლი რომელიც 37 წლის თავდამსხმელმა 21-ე წუთზე გაიტანა მე-500 აღმოჩნდა. Goal.com-ის ცნობით, საუბარია ეროვნულ ჩემპიონატებში გატანილ გოლებზე.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ საუდის არაბეთში 2022 წლის დეკემბრის ბოლოს გადავიდა. პორტუგალიელმა ფორვარდმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ საუდის არაბეთში 2022 წლის დეკემბრის ბოლოს გადავიდა. პორტუგალიელმა ფორვარდმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.