ავტორიზაცია

ლაპორტა: "დემბელე ძალიან გვიყვარს და იმედი გვაქვს, რომ ის ბარსელონაში დარჩება"

ლაპორტა: "დემბელე ძალიან გვიყვარს და იმედი გვაქვს, რომ ის ბარსელონაში დარჩება"
თარიღი 09 თებ 2023, 23:49
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა.

ფრანგს გუნდთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

„დემბელე ბედნიერია, ჩვენ კი მისით კმაყოფილები ვართ. ეს ფეხბურთელი ძალიან გვიყვარს.

მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვალისწინებული და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ უსმანი ჩვენთან დარჩეს.“, - აღნიშნა ლაპორტამ.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა ლა ლიგაში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, ამჟამად ის ტრავმისგან გამოჯანმრთელების პროცესს გადის, რასაც დაახლოებით 4-6 კვირა დასჭირდება.