ბარსელონას დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივება რაც შეიძლება სწრაფად სურს, რადგან ზაფხულში მისი ფასი განახევრდება
„ბარსელონას“ უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივება რაც შეიძლება მალე სურს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჯერჯერობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ „ბარსელონამ“ დემბელეს აგენტს შეხვედრის თხოვნით დაურეკა.
„ბლაუგრანას“ სურს, დემბელესთან ახალი კონტრაქტი მაქსიმალურად სწრაფად გაახანგრძლივოს, რადგან ზაფხულში ფრანგის გამოსასყიდი თანხა 100-დან 50 მილიონ ევრომდე შემცირდება, რაც ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას გაცილებით გაამარტივებს.
„ბარსასთან“ კონტრაქტი დემბელეს 2024 წლის ზაფხულში ეწურება.