ავტორიზაცია

"მან რაღაც იგრძნო და ეს ნამდვილად ტრავმაა", - ხავიმ დემბელეს დაზიანება შეაფასა

"მან რაღაც იგრძნო და ეს ნამდვილად ტრავმაა", - ხავიმ დემბელეს დაზიანება შეაფასა
თარიღი 28 Jan 2023, 23:52
„ბარსას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, „ჟირონასთან“ (1:0) გამარჯვება შეაფასა.

„მოსამატებელი გვაქვს, შეტევაში უფრო მეტის მიღწევა უნდა ვცადოთ.

დღეს „ჟირონამ“ ცოტა განსხვავებულად ითამაშა. ბურთს ვფლობდით, და მაღალი პრესინგის დამსახურებით ბევრი მომენტიც შევქმენით, მაგრამ სათამაშო სტილის შეცვლით მეტოქემ გაგვაკვირვა.

საუკეთესო ფორმაში არ ვყოფილვართ. კმაყოფილი ვარ იმით, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ, თუმცა მოსამატებელი ნამდვილად გვაქვს.

მომენტების შექმნა გაგვიჭირდა. ზოგჯერ, სცენარიდან გადახვევაც გვიწევდა.

დემბელეს ტრავმა აქვს და ეს სამწუხაროა, იმიტომ რომ ის ჩვენთვის გადამწყვეტი ფეხბურთელია. მან რაღაც იგრძნო, ასე რომ ეს ნამდვილად დაზიანებაა.“ - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.