ავტორიზაცია

ლაპორტა: "არამგონია ზაფხულში ახალი ტრანსფერების განხორციელება აგვიკრძალონ"

ლაპორტა: "არამგონია ზაფხულში ახალი ტრანსფერების განხორციელება აგვიკრძალონ"
თარიღი 10 თებ 2023, 00:25
„ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ფინანსური სირთულეები აქვს, ზაფხულში მათ ტრანსფერების განხორციელებას ვერ აუკრძალავენ.

„ვფიქრობ, შემადგენლობის გაძლიერებას შევძლებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ლიგის ყველა წესის დაცვას ვაპირებთ და მოვუსმენთ, რას გვეტყვიან ჩვენი მწვრთნელი და სპორტული ხელმძღვანელობა. ამ ყველაფრისთვის მზად ვართ.

ჩვენ ასევე გვაქვს სკაუტების განყოფილება და ისინი აკვირდებიან ფეხბურთელებს, რომლებმაც შეიძლება დაგვაინტერესონ.

ძლიერი გუნდი გვყავს და არამგონია, რომ არსებობდეს სცენარი, რომლის შემთხვევაშიც ახალი ფეხბურთელების დამატება აგვეკრძალება.“, - აღნიშნა ლაპორტამ.