ავტორიზაცია

"მომავლის წინასწარმეტყველება არ შემიძლია", - ლაპორტამ ფატის გაყიდვა ვერ გამორიცხა

"მომავლის წინასწარმეტყველება არ შემიძლია", - ლაპორტამ ფატის გაყიდვა ვერ გამორიცხა
თარიღი 10 თებ 2023, 00:36
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ისაუბრა, აპირებს თუ არა კლუბი ზაფხულში ანსუ ფატის გაყიდვას.

ბოლო დროს იმატებს საუბრები, რომ ზაფხულში ფატიმ შესაძლოა კლუბი შეიცვალოს, ის სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

„გავყიდით თუ არა ზაფხულში ფეხბურთელებს? ამის დიდი საჭიროება არ გვაქვს. თუმცა, ყველა ფანჯრის დროს არის შესაძლებლობები და ჩვენ ყველაფერს დავაკვირდებით. თუმცა ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ცვლილებები იყოს.

ანსუ ფატის გაყიდვა? ამ კონკრეტულ მომენტში ასეთ ვარიანტს არ განვიხილავთ. თუმცა, მომავლის წინასწარმეტყველება არ შემიძლია. ჩვენ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ, მაგრამ ყველაფერი მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული და წუთებზე, რომელსაც ის ანსუს დაუთმობს და ვნახოთ, რამდენად სასარგებლო იქნება ის გუნდისთვის.

ანსუ მოგვწონს. თუმცა ზუსტად თქმა არ შემიძლია, აპირებს თუ არა რომელიმე ფეხბურთელი კლუბში დარჩენას თუ არა. საუბრები ყოველთვის იქნება.

მისი აგენტი ჟორჟე მენდეშია და მან მითხრა, რომ ანსუს კლუბები აკვირდებიან. თუმცა, ახლა ის აქ ბედნიერია და წარმატების მიღწევაც აქ უნდა.“, - აღნიშნა ლაპორტამ.